ახალი ამბები
15 ინფიცირებული, 3 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1321- მდე გაიზარდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 3-ით მოიმატა და 1088 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 7597 ადამიანი. კორონავირუსის დიაგნოზით ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
Print