კორონავირუსი
ავტომობილების განბაჟება რვა თვით გადავადდება
FaceBook
ავტომფლობელებისთვის კუთვნილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება.
ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კრიზისი გრძელვადიანი იქნება, ამ პერიოდში ავტომფლობელებს არც საურავები დაერიცხებათ.

"ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა", - განაცხადა პრემიერმა.

შეღავათი დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება, რაც ჯამში 30 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
Print