კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურში კორონავირუსის დიაგნოზით 9 ახალი პაციენტი შეიყვანეს
FaceBook
ე.წ. სვანეთის კლასტერიდან ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 9 ახალი პაციენტი დაემატა.
აქედან ხუთი ბავშვია. 

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"ამ ცხრიდან მძიმე პაციენტი არცერთი არის. მცირეწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია", - ამბობს თემურ ნადირაძე.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ჯამში გამოჯანმრთელდა 52. 

StopCoV.ge-ს მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 1 283 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა - 1 068, მათ შორის გარდაიცვალა - 17.

კარანტინის რეჟიმში 7 718 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 245.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print