კორონავირუსი
ჯანდაცვის მინისტრი: თუ არ დავიცავთ წესებს, სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდება
FaceBook
თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას

- ეს რა თქმა უნდა, მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"დღეს ველოდებით 1000 ტესტის შედეგს, ეს მოგვცემს ანალიზის საშუალებას, თუ რომელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო ქვეყანაში. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილება ქვეყანაში ღონისძიებების დამატებით გამკაცრების შესახებ არ მიღებულა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა ისეთივე მაღალი იყოს, როგორც ეს გაზაფხულზე იყო. ამ ეტაპისთვის სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებები არ იგეგმება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.

თუ ჩვენ კვლავ ისევე მოვიქცევით, როგორც დღეს - არ ვატარებთ ნიღბებს, არ დავიცავთ სოციალურ დისტანციას - ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ სექტემბერში სწავლის დაწყება რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. ამიტომ მნიშნველოვანია მოქალაქეების სრული მობილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა სექტემერში სკოლებში სწავლის განახლება შეძლონ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print