კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა.
ინფიცირებული მამკაცი ქუთაისელია, ის 60 წლისაა და ტრაილერის მძღოლია. ამ დროისთვის მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 44 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა.

საქართველოში კორონავირუსის 1264 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1054 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.






Print
თეგები: #კორონა