კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
ქუთაისის ახალ  ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტი 75 წლისა და ის მესტიიდან არის.


პაციენტი ამდროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსის დიაგნოზით, ორი პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი მათგანი მომსახურების სფეროში მუშაობდა და ის რამდენიმე კვირაა კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 52 გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონაცვირუსის 25 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა, ათი კი გამოჯანმრთელდა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 1250 შემთხვევაა, აქედან 1010 გამოჯანმრთელდა,17 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 242.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print