კორონავირუსი
3 ინფიცირებული, 3 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევები სამით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი პაციენტი.
ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1182 შეადგინა. ვირუსი დაამარცხა 962-მა ადამიანმა. 

კარანტინის რეჟიმში  იმყოფება 7007 პირი, ხოლო სტაციონარში მკურნალობას გადის 280. კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაიწყო. 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

Print