კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ახალ  ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით ერთი პაციენტი მკურნალობს. 

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო  სიმძიმისაა  და მას პნევმონია აღენიშნება.

კლინიკამ საბოლოო  ჯამში კორონავირუსით ინფიციერებული 53 პაციენტი მიიღო, რომელთაგან  52 უკვე გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 5-ით მოიმატა.

საქართველოში კორონავირუსის 1168 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 940 გამოჯანმრთელდა, 17 პაციენტი კი  გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 6498, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 327.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა,
31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print