კორონავირუსი
სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა არ იგეგმება
FaceBook
სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის გადმოწევა არ იგეგმება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს განათლების სისტემასთან.

"ამ ეტაპისთვის სწავლა სავარაუდოდ განახლდება მაშინ, როგორც ეს ზოგადად საქართველოში არის მიჩნეული. მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეს ყველაფერი იქნება დაკვირვების ფაზაში", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი საბოლოოდ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

კორონავირუსის პანდემიის  გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცეი მარტში შეწყდა. 

Print
თეგები: #ბაღი #სკოლა