კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტი 79 წლის ქალია, ის ე.წ საბურთალოს კლასტერს მიეკუთნებოდა.

ქვეყანაში კორონავირუსის  5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი ექვსით მოიმატა.

საქართველოში კორონავირუსის 1160 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 935 გამოჯანმრთელდა,  17 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა,
31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print
თეგები: #კორონა