კორონავირუსი
`საქართველოს ყველა ბაზარში, შესაძლოა,PCR ტესტირება ჩატარდება“
FaceBook
„ბაზრობების ტერიტორია მომატებული რისკის შემცველია ვირუსის გავრცელების კუთხით“. ამიტომ შესაძლოა,საქართველოში, ყველა ბაზრობაზე, PCR  ტესტირება ჩატარდეს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, რისკების თვალსაზრისით, საქართველოს მუნიციპალიტეტები განსაკუთრებით საყურადღებოა


'' მუნიციპალიტეტები გახლავთ უფრო მეტად ყურადღება მისაქცევი ადგილები ქვეყანაში, რადგან ბაზრობებზე ყველაზე მაღალია მობილობა, მაღალია ადამიანთა მისვლა-მოსვლა, ამიტომ საჭიროა მეტი ყურადღება. გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, გამკაცრებულია დისტანცირება, გამკაცრებულია სანიტარული წესები. ახლა დგება პროექტი, რომ PCR  ტესტირება ყველა ბაზრობაზე ჩატარდეს, რადგან, ხაზს ვუსვამ, რომ ბაზრობები ერთ-ერთი მომატებული რისკის ზონები გახლავთ ინფექციის გავრცელებისა", - განაცხადა გამყრელიძემ.

გასულ კვირას ქუთაისში, კორონავირუსი დაუდასტურდა ქალს რომელიც ბაზარში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი თბილისში ''ლილოს'' ბაზრობაზე იმყოფებოდა სადაც მოხდა მისი დაინფიცირება.

''ლილოს'' ბაზრობაზე კორონავირუსზე კვლევა 1415 ადამიანს ჩაუტარდა.



Print