ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ტესტი ორჯერ გაუკეთდა და კორონავირუსზე ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.

კლინიკაში, მკურნალობის კურსს ერთი პაციენტი აგრძელებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სულ 52 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

საქართველოში კორონავირუსის 1137 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 922 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 6 439 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე
Print