კორონავირუსი
ქუთაისში, ინფიცირებული ქალის კონტაქტებიდან კორონავირუსი არცერთ არ დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისში 61 წლის ინფიცირებული ქალის კონტაქტებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ტესტი 1011 ადამიანს ჩაუტარდა და ვირუსზე ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

''ინფიცირებული ქალის 30-მდე კონტაქტი გამოვიკვლიეთ, კონტაქტებში შედიოდა ოჯახი და სამსახური, რომელიც არის მომსახურების სფერო. ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა''

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ბაზარში დამატებითი ღონისძიებების ჩატარება ამ ეტაპისთვის აუცილებელი არ არის, მისი თქმით, დღეს ბაზარში დასაქმებულებს დაურიგდებათ საინფორმაციო ბროშურები კორონავირუსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გაიცემა რეკომენდაცია.

61 წლის ქალი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში თვითდინებით გუშინ მივიდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ქუთაისისი ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 3 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.



Print