კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კოვიდინფექცია 61 წლის ქალს დაუდგინდა. როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტი საავადმყოფოში თვითონ მივიდა.

ახალ ინფექციურ საავადმყოფოში სულ ოთხი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკა , დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

საერთო ჯამში, კლინიკას 49 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print