ახალი ამბები																												
					
				
										
											ქუთაისის თოჯინების თეატრი, სეზონის ბოლო სპექტაკლს, ღია სივრცეში გამართავს									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									16:58 / 21.07.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო
თეატრი სეზონს სპექტაკლით „ნაცარქექია“ დახურავს.
72-ე სეზონის ბოლო სპექტაკლი 22 ივნისს ღია სივრცეში, მონპლაზირის
მხრიდან, თეატრის კიბეებთან გაიმართება.
"მთავარია ამინდმა შეგვიწყოს ხელი. ქუჩაში და ღია სივრცეში
სპექტაკლების ჩატარების გამოცდილება თოჯინების თეატრს დიდი აქვს. არც
ერთ საქალაქო ღონისძიებას არ ჩაუვლია ისე, რომ ქუჩის წარმოდგენლები არ
გაგვემართოს, ამიტომ ამ სპექტაკლის ღია სივრცესთან ადაპტირება არ
გაგვიჭირდება“, - ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან
გაბრიჭიძე.
სპექტაკლის ჩვენება 20 საათზე დაიწყება. დასწრება
თავისუფალია. 
თეატრი ახალ სეზონზეც სპექტაკლების ღია სივრცეში გამართვას
გეგმავს.
კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო თოჯინების თეატრმა მუშაობა 2
მარტს შეწყვიტა.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები