კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.

პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, ის თბილისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტერებული 1039 შემთხვევაა, აქედან 900 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 5534 ადამიანი , ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267.

უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 ინფიცირებული.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print
თეგები: #კორონა