კორონავირუსი
ქუთაისში საცურაო აუზი გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, (თაბუკაშვილის ქუჩაზე) საცურაო აუზმა დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო.


ადმინისტრაციის ინფორმაციით, აუზი ყველა წესის და რეკომენდაციის დაცვით გაიხსნა. აუზზე უკვე ვარჯიშობენ ქუთაისელი წყალბურთელები.

აუზის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოთქვამს მიიღოს როგორც მსურველები ასევე პროფესიონალი მოცურავეები, რომლებიც სპეციალურ წვრთნას გაივლიან ღია აუზებში.

ჯანდაცვის სამინისტრომ პანდემიის გამო ყველა ტიპის ღია და დახურული აუზებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.


რეკომენდაცია:

ვიზიტორების გადაადგილება მოხდება მხოლოდ ფუნქციური სქემით - გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა.

დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე.

დიდი ზომის აუზებში წყლის განახლება მოხდება 8საათში ერთხელ, რეცირკულაციის ხარჯზე. მცირე აუზებში წყლის გამოცვლა დასაშვებია წყლის უწყვეტი ნაკადით, რომლის შეცვლის დრო არა უმეტეს 24 საათია.

შეზლონგი გამოყენებამდე/გამოყენების შემდგომ, დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

მომხმარებლისთვის განკუთვნილი იქნება ინდივიდუალური პირსახოცი - ერთჯერადი შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი დარჩება ადგილზე.

მომსახურე პერსონალი აღჭურვილი იქნება ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს შეაგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს კონტეინერში.

შეზლონგებს შორის დაცული იქნება არანაკლებ 2 მეტრიანი დისტანცია. გამონაკლისი ვრცელდება 12 წლამდე მოზარდებზე.

აიკრძალება შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება.

გასახდელებსა და საშხაპეებს ხშირი დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

საცურაო აუზები პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა.
Print