კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
stopcov.ge-ს თანახმად, covid-19-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროის მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაზრდილი არ არის. 

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 006 დადასტურებული შემთხვევა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 883, გარდაიცვალა - 15.

კარანტინის რეჟიმში - 5 640 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 244.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print