კორონავირუსი
13 გამოჯანმრთელებული, 4 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 999-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge -ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულებულთ რიცხვი 13-ით გაიზარდა და 870-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5001 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 219.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print