ახალი ამბები
ქუთაისში კარანტინში 100-მდე პირი იმყოფება
FaceBook
იმერეთში, ქუთაისსა და წყალტუბოში არსებულ საკარანტინე სივრცეში 100-მდე პირი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 596 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა.

ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ერთი თვეა არ დაფიქსირებულა. გიორგიძის ინფორმაციით, კვლევები იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს უტარდებათ.

ამ დროისათვის ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა - 48.

საქართველოში ჯამში COVID-19-ის 973 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 846, გარდაიცვალა - 15.

კარანტინის რეჟიმში 4 851 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.
Print