კორონავირუსი
ავღანეთის მისიაში მყოფ 28 ქართველ ჯარისკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
FaceBook
ავღანეთის მისიაში მყოფი 28 ქართველი ჯარისკაცი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, საქართველოში უკვე ჩამოიყვანეს.

სამხედრო პირები სამშობლოში გერმანიის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოფრინდნენ. მათ თან ახლდათ ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ჯარისკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი, სავარაუდოდ, ავღანეთში ადგილობრივი პერსონალისგან დაინფიცირდნენ.

"საქართველოში ჩამოფრენამდე, სამხედრო მოსამსახურეები, როგორც ნატოს სარდლობას დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობა, ნატოს მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით, მოთავსებულები იყვნენ სპეციალურ საიზოლაციო სივრცეებში და შესაბამისად, მისიაში მყოფ სხვა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს ვირუსით დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ", – ნათქვამია უყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფიცირებული ჯარისკაცები მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

Print