კორონავირუსი
მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას უხანგრძლივებს
FaceBook
"font-size: medium;">მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს.

ქვეყნის პრიემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება.

" ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,"-აღნიშნა პრემიერმა.

300-ლარიან ერთჯერად დახმარებაზე რეგისტრაცია აპრილიდან დაიწყო.

ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც ეწეოდა რაიმე ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას და იღებდა შემოსავალს, გარდა დაქირავებით დასაქმებულისა კომპენსაციას მიიღებს.

Print