კორონავირუსი
გიორგი გახარია - შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“
FaceBook
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი პროგრამა დაანონსა.

''იმოგზაურე საქართველოში'' - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც გახარიამ მთავრობის სხდომაზე დაანონსა და საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდა.

''პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ,"-აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოში, პანდემიის გამო, საერთაშორისო მიმოსვლა 21 მარტიდან შეწყდა, შესაბამისად, გაჩერდა ტურიზმიც. პირველი ივნისიდან განახლდა შიდა ტურისტული სეზონი, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ერთი თვით გადაიწია.


Print