კორონავირუსი
ხუთი ინფიცირებული, სამი გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 3-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 968 შემთხვევაა, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 222 პირი.

იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მხოლოდ ქუთაისი ახალ ინფექციურ კლინიკას ჰყავს.

კლინიკაში ორ პაციენტს მკურნალობენ. ორმა კი,  8 ივლისს დატოვა საავადმყოფო. ჯამში კლინიკას 48 გამოჯანმრთელებული ჰყავს.



Print