კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში 27 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
FaceBook
იმერეთის რეგიონში ახალი კორონავირუსის შემთხვევა 27 დღეა არ დაფიქსირებულა.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით 4 პაციენტი მკურნალობს.  კლინიკაში განმარტავენ, რომ დღეს ოთხივე მათგანს ჩაუტარდება გამოკვლევის ტესტი. 

იმერეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მხოლოდ ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობენ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რვით გაიზარდა.

ამდროის მონაცემებით, კოვიდინფექციის 958 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 838 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.


ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში რჩება 3903 ადამიანი, სტაციონალური მთვალყურეობის ქვეშ კი 202 პირი.
Print