კორონავირუსი
5 ინფიცირებული, 8 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახალებული სტატისტიკა საქართველოში
FaceBook

საქართველოში ახლი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რვით გაიზარდა.


ამდროის მონაცემებით, კოვიდინფექციის 958 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 838 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი.


ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში რჩება 3903 ადამიანი, სტაციონალური მთვალყურეობის ქვეშ კი 202 პირი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


 

Print