კორონავირუსი
4 გამოჯანმრთელებული და 3 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 -ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელდა - 4.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge -ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 946 შემთხვევაა, აქედან 825 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იმერეთის რეგიონში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, მხოლოდ ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს.

კლინიკაში ხუთი ადამიანი მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანისთვის ტესტის გაკეთება იგეგმება, რომლის შედეგადაც გადაწყდება გაეწერება თუ არა სამედიცინო დაწესებულებიდან.

Print