კორონავირუსი
გიორგი გახარია - სახმელეთო საზღვრების გახსნა ჯერ არ იგეგმება
FaceBook

საქართველო სახმელთი გზის გახსნას არ გეგმავს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში შემოვლითი გზის გახსნისას განაცხადა.


"სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. არ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც ყველაფერი დაკავშირებული ტვირთების გადაზიდვასთან, მიმდინარეობს ყველანაირი შეფერხების გარეშე.

 

კონტროლი საკმაოდ  ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ,“ – თქვა გიორგი გახარიამ დღეს, 3 ივლისს, ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნისას. 

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საზღვრები მარტიდან ჩაიკეტა.

Print