კორონავირუსი
იმერეთში აბიტურიენტებს პისიარ ტესტი 7 ამბულატორიულ დაწესებულებაში ჩაუტარდებათ
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტში 7 ამბულატორიულ დაწესებულებაში, აბიტურიენტებს პისიარ ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის თქმით, აბიტურიენტს რომელსაც დაუფიქსირდება გამოცდაზე ტემპერატურა, მან უნდა წარადგინოს პისიარ ტესტის პასუხი.


"აბიტურიენტს, რომელსაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რესპირაციული სიმპტომები, ის აუცილებლად თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდეს შესაბამის ცენტრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება და უნდა გაიკეთოს პისიარ ტესტი". 

ქუთაისში 6 ამბულატორიული დაწესებულება ჩაუტარებს აბიტურიენტს პისიარ ტესტს: შპს ''ელჯი და კომპანია'', შპს ,,ბომონდი'', შპს ''რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი'', შპს ''ქუთაისის დ. ნაზარიშვილის საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი'', შპს '' ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა''.

საჩხერეში აბიტურიენტებს ერთი ამბულატორიული დაწესებულება მეამსახურებათ: სს ''საჩხერისრაიონული საავადმყოფო - პოლიკლინიკური გაერთიანება''.

აბიტურიენტებს, აღნიშნულ დაწესებულებებში პისიარ ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ.



Print