კორონავირუსი
4 გამოჯანმრთელებული და 4 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევათა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე  stopcov.ge -ზე არის განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 943 შემთხვევაა, აქედან 821 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

იმერეთის რეგიონში, კორონავრუსით ინფიცირებული პაციენტები, მხოლოდ ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს.

კლინიკაში ხუთი ადამიანი მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანისთვის ტესტის გაკეთება იგეგმება, რომლის შედეგადაც გადაწყდება გაეწერება თუ არა  სამედიცინო დაწესებულებიდან.

Print