კორონავირუსი
​აბიტურიენტებს გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალება ექნებათ
FaceBook
მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

"იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.

ქუთაისში აბიტურიენტები  პირბადის  გამოცდის დროს ნებაყოფლობით გამოყენებაზე საპროტექსტო აქციებს მართავდნენ. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ჩატარდება.

Print