კორონავირუსი
23 გამოჯანმრთელებული და 8 ინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის  ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - 23-ით.
მთავრობის სპეციალური გვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 939 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელებულია 817, ხოლო 15 პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი.

იმერეთის რეგიონში, კორონავრუსით ინფიცირებული პაციენტები, მხოლოდ ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს ჰყავს.

ხუთი ადამიანი მკურნალობს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანისთვის ტესტის გაკეთება, რომლის შედეგადაც გადაწყდება გაეწერება თუ არა იგი სამედიცინო დაწესებულებიდან, კვირის ბოლოს იგეგმება.


Print