კორონავირუსი
6 ივლისიდან მუზეუმები იხსნება
FaceBook
ქუთაისში, 6 ივლისიდან მუზეუმები და გელერეა იხსენება.

"ვიყიდეთ ყველაფერი, რასაც რეკომენდაციით მოითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. იქნება ეს დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, პერსონალის აღჭურვილობა და.ა.შ.", - ამბობს ააიპ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ვაჟა ჯუღელი.

მიუხედავად ამისა, ქუთაისში საბრძოლო დიდების მუზეუმი, კონდიციონერის პრობლემის გამო ვიზიტორებს დაგვიანებით მიიღებს.

ქუთაისში ხელოვნების ერთი გალერეა და 5 მუზეუმია.

რეკომენდაციის მიხედვით, დახურულ შენობებში/ერთ საექსპოზიციო დარბაზში უზრუნველყავით ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანის დაშვება, სოციალური დისტანციის დაცვის პირობით. ვიზიტორთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს სივრცის ზომის მიხედვით.

საექსპოზიციო დარბაზში ახალი ვიზიტორების დაშვება,მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი რაც შესული ვიზიტორი დატოვებს სივრცეს.

ღია სივრცეებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სოციალური დისტანციის დაცვა და ვიზიტორთა ნაკადის კონტროლი, რომ მათი გადაადგილებისას, თავიდან იქნეს აცილებული ერთ უბანზე, 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არ უნდა აღემატებოდეს 1 საათს.

სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაუშვებელია 3 (სამი) ადამიანზე მეტის თავშეყრა სოციალური დისტანციის დაცვით.

ქვეყანაში კულტურული დაწესებულებები მარტიდან დახურულია.


ქუთაისში ერთი მუზეუმი ჯანდაცვის რეკომენდაციებს ვერ აკმაყოფილებს და არ იხსნება




Print
თეგები: #გალერეები