კორონავირუსი
ერთი გამოჯანმრთელებული და სამი დაინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი კი გამოჯანმრთელდა.

მთავრობის სპეციალური გვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 931 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 794, გარდაიცვალა 15. ვირუსზე სულ 137 პაციენტი მკურნალობს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, ხოლო, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 242 პირი.

ხუთი ადამიანი მკურნალობს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. კლინიკის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანისთვის ტესტის გაკეთება, რომლის შედეგადაც გადაწყდება გაეწერება თუ არა იგი სამედიცინო დაწესებულებიდან, კვირის ბოლოს იგეგმება.

Print