ახალი ამბები
ქუთაისის ინფექციურში ერთი კვირაა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი არ შეუყვანიათ
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი 22 ივნისს, ბათუმის ცხელების ცენტრიდან, მიიღეს.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, ამ დროისათვის საავადმყოფოში COVID-19-ით ხუთი პაციენტი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა სულ 45 გამოჯანრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

stopcov.ge-ს მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის 924 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 785 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 15.

კარანტინის რეჟიმში 2 819 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230.
Print