კორონავირუსი
საქართველოში კორონავირუსით მე-15 ადამიანი გარდაიცვალა
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გარდაცვლილია 82 წლის მამაკაცი.

NCDC-ის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით. იგი უკანასკნელი ორი კვირა ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა.

გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე გახლდათ და ის ქვეყანაში ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან იყო შემოსული. 

საქართველოში კორონავირუსის 924 დადასტურებული შემთხვევაა აქედან გამოჯანმრთელდა 785.

კარანტინის რეჟიმში 2 819 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.
Print