კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
FaceBook
დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
41 წლის ქალბატონი კლინიკაში  საკარანტინე სივრციდან იყო შეყვანილი. 

ამდროისთვის კლინიკაში კოვიინფექციით 5 პაციენტი რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს 45 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 921 შემთხვევაა, აქედან 781 გამოჯანმრთელდა 14 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 207 პირი.



Print