კორონავირუსი
განათლების სამინისტრომ სკოლებს გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატი შესთავაზა
FaceBook
პანდემიის გამო, საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებს მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს.

ყველა კლასისა და საგნის მასწავლებელმა წინასწარ უნდა  განსაზღვროს პირველი და მეორე სემესტრის განმავლობაში სასწავლო მსხვილი თემები და მათთან დაკავშირებული კომპლექსური/შემაჯამებელი დავალებები.


სამინისტროს შეთავაზების მიხედვით, სკოლებმა უნდა შეარჩიონ, ფორმატი, რომლის მიხედვითაც იმუშავებენ. თითოეულმა სკოლამ, მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი შემდეგი ვარიანტებიდან:

შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით:

შესაძლოა სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ დღეების მონაცვლეობით

ერთცვლიანი და ორცვლიანი სკოლებისთვის მოსწავლეთა რაოდენობა განახევრებულია

ერთცვლიანი სკოლებისთვის მოსწავლეთა რაოდენობა გამეოთხედებულია.

განათლების სამინისტროს განცხადების მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.

სამინისტროს ცნობით, ცვლილებებია მოსწავლეთა შეფასებაშიც. უპირატესობა მიენიჭება კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად.

სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე 2020 წლის მარტის ბოლოდან გადავიდნენ და სასწავლო სემესტრი ონლაინ დაასრულეს.


Print