კორონავირუსი
3 დაინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19 -ით ინფიცირების შემთხვევა სამით გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პაცინეტებს კიდევ 5 დაემატა.


ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

საქართველოში  ახალი კორონავირუსის დაინფიცირების 917 შემთხვევაა, აქედან 776  გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი.  


კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print