კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
FaceBook
ქუთაისში COVID-19-სგან შუა ხნის ასაკის მამაკაცი გამოჯანმრთელდა.
მას ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან სრულად განიკურნა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება, ვინაიდან აქვს თანმხლები დაავადებები.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 44-მა პაციენტმა დაამარცხა.

საქართველოში კორონავირუსის 914 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 768 განიკურნა, ხოლო  14 გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმშია 2744 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 258 პირი.

Print