კორონავირუსი
„თქვენო უდიდებულესობავ“ - მესხიშვილის თეატრში სპექტაკლზე მუშაობას განაახლებენ
FaceBook

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლებზე მუშაობას  ივლისის პირველი რიცხვებიდან განაახლებენ.


პირველი სპექტაკლი, რომელზეც მუშაობას დაიწყებენ მონოსპექტაკლი „თქვენო უდიდებულესობავ“ იქნება.


პიესა რეჟისორისა და დრამატურგის ნუგზარ ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. სპექტაკლს რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  კოტე აბაშიძე დადგამს.


სპექტაკლში მთავარ როლს მსახიობი ნინო ჭოლაძე შეასრულებს. მასზე მუშაობა პანდემიის გამოცხადებამდე მიმდინარეობდა.


თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის თქმით, ტექნიკური სამუშაოების, მათ შორის დეკორაციების შექმნა დასრულებულია.


შემოქმედებით ჯგუფს სარეპეტიციო პროცესში რეკომენდაციების დაცვით მუშაობა მოუწევთ. რაც ჯანდაცვის სამინისტროს სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ათ ადამიანზე მეტის ერთ სივრცეში შეკრებას კრძალავს.


თეატრში აღნიშნავენ, რომ ამ რეკომენდაციების გამო სპექტაკლების შერჩევის სხვა პოლიტიკას მიმართავენ და იმ ნაწარმოებებსზე გააკეთებენ აქცენტს, სადაც ბევრი პერსონაჟი  ა რ ფიგურირებს და ხანგრძლივობაც არ აღემატება ორ საათს.


სპექტაკლით „თქვენო უდიდებულესობავ“ გახსნის ახალ სეზონს მესხიშვილის თეატრი.

 

Print