კორონავირუსი
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს, დღეს  ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს.
ერთ-ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვებთან შედარებით მძიმეა, მას აქვს თანმხლები დაავადებები და აღენიშნება პნევმონია.

კლინიკაში დღეს, შეიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკაში ამ დროისთვის 7 ინფიცირებული პაციენტი რჩევა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 908 შემთხვევაა, აქედან 761 გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269.
Print