კორონავირუსი																												
					
				
										
											ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									12:10 / 22.06.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ
საავადმყოფოში კოვიდ-19 ინფიცირებული ერთი პაციენტი მოათავსეს.
ინფიცირებული  41 წლისაა და
მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი  ქუთაისის
კლინიკაში ბათუმის ცხელების ცენტრიდან გადმოიყვანეს. 
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 7 კორონავირუსით
ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
ამ დროისთვის კლინიკას 43 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული
908 შემთხვევაა, აქედან 761 გამოჯანმრთელდა,
14 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება
2710 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
269.
			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები