კორონავირუსი
რვა ინფიცირებული,სამი გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში
FaceBook

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 908 არის.


გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755 შეადგინა.

აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 269 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

Print