კორონავირუსი																												
					
				
										
											ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი შეიყვანეს									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									10:38 / 19.06.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												დღეს, ქუთაისის ახალ 
ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფექციით  ერთი პაციენტი
შეიყვანეს.
41 წლის ქალბატონი ბათუმის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.
კლინიკაში  განმარტავენ, რომ პაციენტს თურქეთში მოგზაურობის
ისტორია აქვს. 
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას,   კლინიკაში
ამბობენ, რომ საშუალოზე მძიმეა.
ამ დროისთვის ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოს 
კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი ჰყავს.
საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა
რაოდენობა 2-ით გაიზარდა,ასევე, ორით მოიმატა. გამოჯანმთელებულ
პაციენტთა რიცხვიც.
საერთო ჯამში, კოვიდინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობამ 895 შეადგინა,
ხოლო გამოჯანმრთელებული 741 პირია.
კარანტინის რეჟიმშია 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ 264 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი
გარდაიცვალა.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები