კორონავირუსი
2 გამოჯანმრთელებული და 2 დაინფიცირებული - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა
FaceBook

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა,ასევე, ორით მოიმატა  გამოჯანმთელებულ პაციენტთა რიცხვმაც.

საერთო ჯამში, კოვიდინფექციით ინფიცირებულთა  რაოდენობამ 895 შეადგინა, ხოლო გამოჯანმრთელებული 741 პირია. 


კარანტინის რეჟიმშია 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

Print