კორონავირუსი
ქალების გაზრდილი შრომა კარანტინში - კვლევა
FaceBook

რა საოჯახო აქტივობებზე ხარჯავდით მეტ დროს კარანტინში? – ამ საკითს ეხებოდა კვლევა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ჩაატარა.


როგორც კვლევამ აჩვენა, რომ  COVID-19-მა ქალების ვალდებულებები კიდევ უფრო გაზარდა.


კვლევის თანახმად კარანტინის პერიოდში ქალები ძირითად დროს შრომას უთმობდნენ.

კარანტინის დროს ქალების საქმიანობის ხუთეულში არსად აღინიშნება დასვენება როდესაც კაცების შემთხვევაში „დასვენება“ ხუთეულის ერთ- ერთი აქტივობაა.


ქალების საქმიანობა კარანტინის დროს - საჭმლის მომზადებას, დალაგებას, საოჯახო საქმეების მართვას, ბავშვებზე ზრუნვას, ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას უკავშირდებოდა.

მაშინ როცა, კაცების საქმიანობას შეადგენდა - საოჯახო საქმეების მართვა, საყიდლებზე სიარული, დასვენება, შინაური ცხოველების მოვლა, ბავშვებთან თამაში.

გამოკითხული ქალები აღნიშნავენ, რომ კარანტინის პერიოდში საოჯახო საქმე მოემატათ:  61% ბავშვებზე ზრუნვას მეტ დროს უთმობს,  41% - დალაგებას,  , 31% — საჭმლის კეთებას.

კვლევა ჩატარდა პროექტის "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" ფარგლებში.

Print