კორონავირუსი
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახნის გადაწყვეტილება მიიღო
FaceBook
პანდემიის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მუზეუმების გახნის გადაწყვეტილება მიიღო.

საკითხზე დღეს გამართულ  სხდომაზე იმსჯელეს. თუმცა, კონკერტული თარიღი და რეკომენადაციები ჯერ  დაზუტებული არ არის. 

"სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი".

ააიპ ქუთაისის კულტურულ  სახელოვნებო საგანმანათლებლო  დაწესებულებათა  გაერთიანების მმართველი ვაჟა ჟუღელი ამბობს, რომ გახსნისთვის  მზად არის და უკვე შეძენილი აქვთ დეზობარიერები და ხელის
დასამუშავებელი  ხსნარები.

"თუმცა, ჯერ არ მიგვიღია ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ".

ქუთაისში  ათამდე მუზეუმია, რომელიც პანდემიის გამო 2 მარტს დაიკეტა.  

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს  3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267  პირი.
Print