კორონავირუსი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 6 პაციენტი მკურნალობს
FaceBook
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს  კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი ჰყავს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებიდან ერთ-ერთს აქვს თანმხლები დაავადებები, თუმცა ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

''ჯერჯერობით არცერთ მათგანთან არ იგეგმება გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული ტესტის გაკეთება'',- განმარტავენ კლინიკაში.


ქუთაისის ლაბორატორიამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 132 ბიოლოგიური ნიმუში შეამოწმა კორონავირუსზე. გამოკვლეული პაციენტებიდან კოვიდ-19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.


იმერეთს სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით კორონავირუსზე ტესტირება სატვირთო ავტომობილის მძღოლებს და იმერეთში არსებული სამედიცინო ცენტრის პაციენტებს და მედპერსონალს ჩაუტარდა.


საქართველოში კორონავირუსის 888 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.


კარანტინის რეჟიმშია 2710, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 267 პირი


Print