კორონავირუსი
კორონავირუსის ტესტირებაში ქუთაისის ორი პოლიკლინიკა ჩაერთო
FaceBook

საქართველოში, კორონავირუსზე ტესტირების პროცესი ფართოვდება და მისი გაკეთება ქვეყნის მასშტაბით 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.


დაავადებათა კონტროლის  ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი გოჩა გიორგაძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესში იმერეთიდან ორი პოლიკლინიკა ჩართვება.  

დღეიდან უკვე შესაძლებელია ნაზარიშვილის და მეოთხე შერეული პოლიკლინიკაში PSR ტესტის აღება. 

"შეუძლიათ მოგვმართონ იმ პატიენტებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთვის გაძნელება და ასე შემდეგ. ჩვენთან მოხდება ანალიზის აღება და შემდეგ ეს გადაეგზავნება ქუთაისის შესაბამის ლაბორატორიას", -  განმარტავენ  ნაზარიშვილის სახელობის პოლიკლინიკაში. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ჯერ-ჯერობით ტესტები არ მიუღიათ და არც ის იციან თუ რამდენს  გადასცემენ. 

ამდროისთვის კი,  კლინიკაში იმ თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს, რომლებსაც  უშუალოდ  მოუწევთ  PSR ტესტის გაკეთება. 


საქართველოში 16 ივნისის   მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 879 შემთვევა დასტურდება, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 724, ხოლო გარდაიცვალა 14 ადამიანი.

Print